|
2016-06-01 15:31:03, 948 ნახვა
რეგიონი
გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ ბათუმის ინკლუზიური ცენტრი მოინახულეს
სლოვაკეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა ბათუმის ინკლუზიური სწავლების ცენტრი მოინახულეს. ცენტრი 26-ე საჯარო სკოლის შენობაში ფუნქციონირებს. სკოლის სახელოსნოებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფებისათვის სხვადასხვა სახელოვნებო პროფესიის შესწავლა განახლებული მეთოდებით ხდება. ინტეგრირებულ და დამოუკიდებელ კლასებში 47 შშმ მოზარდი სწავლობს. სადაც ხორციელდება აკადემიური უნარების განვითარება და შესაბამისი ხელობის სწავლება. მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო, სადაც ბავშვები სწავლობენ თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას, ასევე, კვილინგზე და ბატიკაზე მუშაობას. ანდრეი კისკა და გიორგი მარგველაშვილი ცენტრში არსებულ პირობებს გაეცნენ და ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მათ მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს. ინკლუზიური ცენტრი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განათლების სამინისტრომ 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში განახორციელა. სამუშაოების ღირებულებამ 150 095 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ცენტრის ბენეფიციარებს ემსახურება ადაპტირებული ავტობუსი. მსგავს პროგრამას აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გასულ წლებშიც აფინანსებდა. დაწყებულია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები შშმ ბავშვების სოციალური ადაპტაციის პროგრამაც, რომელშიც მუნიციპალიტეტების მიხედვით ჩართულია ათეულობით სპეცმასწავლებელი.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)