|
2016-06-01 11:20:42, 548 ნახვა
პოლიტიკა
სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აჭარაში იმყოფება
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სლოვაკეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი დილის 09:45 საათზე დაეშვა. ანდრეი კისკას ოფიციალურ დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დახვდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში პირველად შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სლოვაკეთის პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში. შეხვედრის შემდეგ არჩილ ხაბაძე ოფიციალურ სტუმრებთან ერთად სასტუმრო ჰილტონში დაგეგმილ ბიზნეს ფორუმს გახსნის. სლოვაკეთიდან საგანგებოდ ჩამოსული ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის რეგიონის ბიზნესგარემოსა და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართება. სტუმრებს მიესალმებიან საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტები. იქვე გაიმართება B2B შეხვედრები ბიზნესმენებს შორის. ორმხრივი ბიზნეს ფორუმის შემდეგ ანდრეი კისკა გიორგი მარგველაშვილთან და არჩილ ხაბაძესთან ერთად მოინახულებენ ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებულ ინკლუზიური სწავლების ცენტრს და დაათვალიერებენ ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენას. მოგვიანებით კი ბათუმის ბულვარში გაისეირნებენ. ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)