|
2016-05-31 17:33:21, 773 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ნიკა გვარამიას დღეს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს საუბრის ასეთი
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფა, რომელსაც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი სასამართლოს და ინსტიტუციებს აყენებს. "იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რას ამბობს იგი პრემიერ-მინისტრის მისამართით. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მეორეს მხრივ მოსახლეობა ამას უყურებს. ადამიანი, რომელსაც დღეს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს საუბრის ასეთი "გონორი", ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ ყველაფრის შემოქმედი, რაც 2007 წელს ხდებოდა, სამწუხაროდ, ასე საუბრობს", - განაცხადა პრემიერმა. შგახსენებთ, დღეს "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯომარეს და სახალხო დამცველს მიმართა, კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულონ. ამასთან, გვარამიამ აღნიშნა, რომ პრემიერისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, რადგან "პერიოდულად ავიწყდებათ კიდეც, ის საერთოდ არსებობს თუ არა" აღნიშნული განცხადება გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში გააკეთა, სადაც დილიდან მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო საჩივარი განიხილება. ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის წილის 100% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)