|
2016-05-31 15:47:59, 526 ნახვა
პოლიტიკა
ფრანსუა ოლანდი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხში მხარს უჭერს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი საქართველოს, ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში, მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ოლანდმა დღეს ბორდოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. ოლანდმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა. საქართველოს პრემიერმა ოლანდთან შეხვედრისას ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისიწნებულ ტექნიკურ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა და საქართველოს დასავლური ვექტორისთვის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პოლიტიკურ მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი შესაბამის სამინისტროებთან ექნება. მისივე თქმით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე საფრანგეთის თანხმობა მოკლე დროში იყოს მიღებული. საქართველოს მთავრობის მეთაურისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასაც შეეხო. შეხვედრისას ფრანსუა ოლანდმა გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მიულოცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)