|
2016-05-31 15:35:41, 521 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს წევრი ევროპული ქვეყნები 2016 წელს სამხედრო ხარჯებს გაზრდიან
რუსეთის აგრესიის საფრთხის ფონზე ნატო-ს წევრი ევროპული ქვეყნები პირველად თითქმის 10 წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯებს გაზრდიან, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსს ერთიანობა, ძალა და სტაბილურობა სჭირდება. “2016 წლის პროგნოზი, რომელიც მოკავშირე-ქვეყნების მონაცემებს ეფუძნება, აჩვენებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში 2016 წელს პირველად ევროპელი მოკავშირეების თავდაცვის ხარჯები გაიზრდება. ჩვენ გაურკვევლობას, საფრთხეების მზარდ რაოდენობას, უსაფრთხოების სფეროში გამოწვევებს ვაწყდებით. ამიტომ ჩვენ ერთიანობა, ძალა და სტაბილურობა გვჭირდება”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის შესაძლო გასვლა სამხედრო ხარჯების გაზრდის შესახებ გეგმებს საფრთხის წინაშე დააყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)