|
2016-05-31 15:31:20, 563 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: როგორც დაინგრა ბერლინის კედელი, ისე დაინგრევა ეს საოკუპაციო კედელიც
საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები დღეს სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ ანდრეი კისკას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში შექმნილივითარება გააცნო და მავთულხლართების მიღმა მოყოლილი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება. „მე მინდა მადლობა გადავუხადო სლოვაკეთის პრეზიდენტს, იმისთვის რომ მობრძანდა აქ და თავისი თვალით ნახა ის ისტორიული უსამართლობა, რაც ხდებასაქართველოს მიწაზე და რომელსაც ოკუპანტები ახორციელებენ.ისევე, როგორც დაინგრა სხვა კედლები ევროპაში, როგორც დაინგრა ბერლინის კედელი, ბუნებრივია, ეს კედელიც დაინგრევა და მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს, იქნებიან ისინი ეთნიკურად ქართველები თუ ოსები, დავეხმაროთ, გავუწოდოთ მეგობრობის ხელი და გადავუწყვიტოთ ისპრობლემები რაც აქვთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)