|
2016-05-31 13:28:16, 687 ნახვა
პოლიტიკა
„მხარში დავუდგეთ ერთმანეთს და “მაესტროს“ სახელისუფლებო არხად გადაქცევა არ დავუშვათ“, - ტელეკომპანიის დამფუძნებლების მიმართვა
ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლები, მამუკა ღლონტი და ეკა აკობია სპეიციალურ მიმართვას ავრცელებენ. მათი თქმით, გიორგი ისაკაძის “მაესტროდან“ გათავისუფლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლების პირველი ნაბიჯია, რასაც “ქართული ოცნება“ “იმედის“ ქონების განმაკარგველის ირაკლი რუხაძის ხელით ახორციელებს. "მივმართავთ “მაესტროს“ ჟურნალისტებს, გიორგი ისაკაძის “მაესტროდან“ გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს “ქართული ოცნება“ “იმედის“ მეპატრონის , ირაკლი რუხაძის ხელით. მოგიწოდებთ, მხარში დაუდგეთ ერთმანეთს და არ დაუშვათ “მაესტროს“ სახელისუფლებო არხად გადაქცევა. დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ახლა ვერ შეძლებთ თქვენი და თქვენი კოლეგების უფლებების დაცვას, უახლოეს მომავალში “ირაკლი რუხაძე და კომპანია“ აუცილებლად დაცლის ,,მაესტროს” პრინციპული ადამიანებისგან", - ნათქვამია მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)