|
2016-05-31 12:08:14, 530 ნახვა
პოლიტიკა
ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტად საქართველოსთან თანამშრომლობა რჩება
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ალიანსს მოუწოდებენ, დაადასტურონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმით, - ამის შესახებ ტირანაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის შემდეგ მიღებულ შემაჯამებელ დეკლარაციაში ნათქვამი. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ასამბლეის წევრები ნატო-ს ასევე მოუწოდებენ,დაადასტურონ, რომ შავი ზღვის რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტად რჩება, და ამ მხრივ გააძლიერონ თანამშრომლობა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. "ნატო-ს წევრებმა უნდა გააგრძელონ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის დაგმობა. ასამბლეა ნატო-ს წევრებს საქართველოსა და უკრაინას რეფორმების განხორციელებაში დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში სტრატეგიული გარემო ღრმა ცვლილებებს განიცდის. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და ყირიმის უკანონო ანექსიით, ასევე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის გაგრძელებით, რუსეთმა მოულოდნელად წერტილი დაუსვა მოკავშირეების 25-წლიან მცდელობას, დაამყარონ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიოორბა”, - ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)