|
2016-05-30 23:59:40, 611 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ნიდერლანდების სამეფოში შეხვედერბს მართავს
ნიდერლანდების სამეფო მიესალმება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ზოგადად, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებულ პროგრესს-საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევროპული თანამშრომლობის გენერალურმა დირექტორმა რობერტ დე ხროოტმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას დაადასტურა. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები ევროპული თანამშრომლობის გენერალური დირექტორის მოადგილე ანდრე ჰასპელსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელთან დირკ იან კოპთან. შეხვედრებზე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განახლებული დოკუმენტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს. სახელმწიფო მინისტრმა გამოთქვა იმედი აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)