23:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 20:23:23, 697 ნახვა

საზოგადოება
კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას კვიპროს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღდგენის 25 წლისთავისამდმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. 
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იოანის კასულიდისი, მინისტრთა საბჭოს სხვა წევრები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ბიზნეს-წრეების, მას-მედიის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
კვიპროსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საკუთარ გამოსვლაში  ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ კავშირებს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივას. 
 
"საქართველოსა და კვიპროსს  შორის ურთიერთობაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს  ევროპული მისწრაფებების საკითხს. კვიპროსი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართვლოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს."  - განაცხადა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 
 
მიღების ფარგლებში გაიმართა  ქართული ეროვნული სამოსის, მინანქრის ნაკეთობებისა და ღვინის ჭურჭლის გამოფენა, ასევე  ქართული სიმღერის კვინტეტისა და დიასპორულ ორგანიზაციასთან არსებული ბავშვთა ცეკვის ანსამბლის წევრთა კონცერტი.

სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. მიღების პარალელურად ქართული დროშით განათდა სასტუმროს Hilton Nicosia ცენტრალურ ფასადი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics