|
2016-05-30 17:55:37, 652 ნახვა
პოლიტიკა
უშიშროების საბჭომ შს მინისტრს, საგარეო უწყებისა და სუს-ის ხელმძვანელებს დავალება მისცა
ეროვნულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან შექმნილ უსაფრთხოებაზე იმსჯელეს. საბჭომ შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებს და სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელს დაავალა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან გაიარონ დეტალურად ყველა ის საკითხი, რომელიც უსაფრთხოებასა და პრევენციებს შეეხება. „იყო მსჯელობა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან შექმნილ უსაფრთხოებაზე. მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა გააკეთეს და საბჭომ დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელს შეხვდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მათთან გაიარონ ის საკითხები, რომელიც შეეხება უსაფრთხოებას და პრევენციებს. მომავალ საბჭოს სხდომას მოახსენებენ თუ რა შეიძლება გაკეთდეს“, - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)