|
2016-05-30 17:51:36, 703 ნახვა
პოლიტიკა
სოფელ საზაქენდთან საქართველოს საზღვრის გადმოწევას სომხეთის საელჩოში უარყოფენ
სომხეთის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოწევის ფაქტს, სომხეთის საელჩოში არ ადასტურებენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოში სომხეთის საელჩოდან აცნობეს, სადაც აღნიშნეს, რომ მედიით გავრცელებული ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ საზაქენდში, რომლის ახლოსაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადის, სომეხმა მესაზღვრეებმა 10-15 ჰექტარი მიწა მიისაკუთრეს. ტელეკომპანია ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს მხოლოდ ბოლო დიდი ნაბიჯია, თორემ მიწების თვითნებური მითვისება აქ დიდი ხანია, გრძელდება. სასაზღვრო ზოლში, სადაც გადაადგილება შეზღუდულია, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წლებია, ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ ადრე საზღვარი გაცილებით შორის იყო, ახლა კი საცხოვრებელ სახლებთან გადის. მსგავსი პრობლემა არის საქართველოსა და სხვა მეზობელი ქვეყნების საზღვრებზეც, რომლებიც წლიდან წლამდე ადგილს იცვლის. როგორც წესი, საზღვრის შეცვლა საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე ხდება. ინფორმაციის გადასამოწმებლად, "ექსპრესნიუსი" სომხეთის საელჩოს საქართველოში დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, საზღვრის გადმოწევის ფაქტი რეალობას არ შეესაბამება. საელჩოს პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნული ფაქტი საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უკვე უარყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)