|
2016-05-30 17:18:58, 611 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური ივანიშვილის წერილზე: არჩევნებში ჩართვის საჭიროება ივანიშვილმა შუალედური არჩევნების შედეგების შემდეგ დაინახა
ბიძინა ივანიშვილი ძალიან ოპტიმისტურად უყურებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, თუმცა ვერ ვნახე წერილში ვერაფერი, რა აძლევს ამ ოპტიმიზმის საფუძველს, - ასე შეაფასა დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი. რაც ეხება ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას, თამაზ მეჭიაურის თქმით, შესაძლოა, ამის საჭიროება ივანიშვილმა საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგების შემდეგ დაინახა. "ეს არჩევნები „ქართულ ოცნებას“ აქტივში ვერ ჩაეთვლება. ბიძინა ივანიშვილის ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს, თუმცა იმხელა ეფექტის მატარებელი ვერ ექნება, როგორიც იყო 2012 წელს. მაშინ ამომრჩეველმა იცოდა, რომ ხელისუფლებაში მოყავდა ივანიშვილი, რომელიც იყო ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი. დღეს ამომრჩეველი ივანიშვილის რეკომენდაციას ვერ დაეყრდნობა, მითუმეტეს, რომ მისმა რამდენიმე რეკომენდაციამ არ გაამართლა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა იყო იმ ოპტიმიზმის საფუძლველი, რის გამოც "ქართული ოცნების" პარტიული სტრუქტურა საკმაოდ ზერელედ დაკომპლექტდა“, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)