|
2016-05-30 15:35:30, 777 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი: ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადი იყო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილის შეფასებით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილი „ტყუილებისა და ტრაბახის მორიგი კასკადი იყო“. „ეს იყო ტყუილისა და ტრაბახის მორიგი კასკადი. ივანიშვილი ამბობს, რომ მედია თავისუფალია და მე ლაივში ვუყურებ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს; ამბობს, რომ არ აქვს ბიზნეს ინტერესები და ვხედავთ პანორამა თბილისს და გლდანში წამოჭიმულ ბიტკოინების ქარხანას; ამბობს, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ თავისუფლად, აღარ არის ძალადობა და კორცხელში მოჭიდავეები უსწორდებიან უბრალო, ჩვეულებრივ, დაუცველ მოქალაქეებს; ივანიშვილი ამბობს, რომ ის არის მთავარი დაბრკოლება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაიბრუნოს ხელისუფლება, სინამდვილეში ის არის მთავარი დაბრკოლება ქვეყნის განვითარებისთვის და „ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბერს ამ დაბრკოლებას გადალახავს წარმატებით“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)