16:36 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 14:41:39, 1096 ნახვა

რეგიონი
სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედია–გრიგოლეთის 52 კმ-იანი გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი  4 ეტაპად (ლოტად) ხორციელდება. პროექტის მიზანი  მზარდი სატრანსპორტო ნაკადებისა და სატრანზიტო ტვირთების უსაფრთხო გადაადგილების  უზრუნველყოფაა.

სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობისთვის ტექნიკური წინადადებების მიღება დაიწყო და სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე დაიწყება.

აღნიშნული მონაკვეთი ქალაქ ლანჩხუთთან იწყება  და  სოფელ ნიგვზიანსა და ხაჯალიამდე მიდის. სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთზე აშენდება:  12 კილომეტრი სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა,  3 ხიდი, 2 სატრანსპორტო კვანძი, 9 მიწისქვეშა და მიწისზედა გასასვლელი.

აღნიშნული მონაკვეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს კვეთს და სოფლებზე გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია გაივლის.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, მიმდინარე წელს დაიწყება და მისი დასრულება 2018 წლისთვის იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics