|
2016-05-30 13:29:48, 682 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ მეზობლების ინტერესებს არ გავითვალისწინებთ
დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ პატივსცემით არ მოვექცევით მეზობლებს და არ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილშია აღნიშნული. როგორც ივანიშვილი აცხადებს, მთავრობის სტრატეგია გულისხმობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ყველა მეზობელ და არამეზობელ ქვეყანასთან. „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან, გავაღრმავებთ კავშირებს მნიშვნელოვან პარტნიორებთან და მეგობრებთან - თურქეთთან, აზებაირჯანთან, სომხეთთან; საინტერესო თანამშრომლობას ვიწყებთ ირანთან; საქართველო აქტიურად მონაწილეობს უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის მქონე აბრეშუმის გზის პროექტში. რამდენიმე დღის წინ გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც გერმანიის რკინიგზა, საქართველოს გავლით, ჩინეთს დაუკავშირდება. ამით კიდევ უფრო გამოკეთდება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქცია, იყოს სატრანსპორტო დერეფანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)