04:37 - 01 May, 2026
|
2016-05-30 12:04:56, 736 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი მოლდოვის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ელჩ გეორგე ლეუკას შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს. გიორგი მღებრიშვილმა გეორგე ლეუკას შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის, როგორც რეგიონული სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებაზე, სადაც მომზადებას სხვა ქვეყნების სამართალდამცველებიც გაივლიან. უახლოეს მომავალში თბილისს, ოფიციალური ვიზიტით, მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)