|
2016-05-30 11:41:09, 705 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: სლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი იმპულსის მიმცემი იქნება
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სლოვაკი კოლეგის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი იმპულსის მიმცემი იქნება. მარგველაშვილმა სლოვაკ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა ის ფაქტი, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენების ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილმა ანდრეი კისკას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ ჩემთვის დიდი პატივია, რომ შედგა პირველი ისტორიული ვიზიტი სლოვაკეთის პრეზიდენტისა საქართველოში. ეს ვიზიტი იქნება მნიშვენლოვანი იმპულსის მიმცემი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისათვის. გვქონდა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა შარშან, როდესაც მე თქვენ გეწვიეთ. ეს მეგობრული შეხვედრა გაგრძელდა დღესაც და ჩვენ შევთანხმდით იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომელსაც ტრადიციულად ჩვენ ვავითარებდით ერთობლივ ფორმატებში. მადლობა მიდა გითხრათ მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში. მიმაჩნია, რომ თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა, რომელიც ცოტახანში იწყება, ერთ თვეში, იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ უფრო გააღრმაოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპი. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩამობრძანდით სლოვაკი ბზინესმენების ჯგუფთან ერთად“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)