|
2016-05-30 11:42:54, 1159 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში 159 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადაეცემა
თბილისის ზღვაზე ე.წ. ''ოლიმპიურ სოფელში'' და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში 159 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ხვალ 09:00 საათზე პროფესიული კავშირების შენობაში, ბინების განაწილების ჟენჭისყრა გაიმართება.' "159 დევნილი ოჯახის სია და შესაბამისი ქულები სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე www.mra.gov.ge დღეს გამოქვეყნდება. ხვალ პროფესიული კავშირების შენობაში , ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართება . 159 ბინიდან , 57 ერთოთახიანია, 64 ოროთახიანი,33 სამოთახიანი და 5 ოთახიანი.დევნილთა საკუთხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურება. სულ საქართველოს მასშტაბით 44 ნგრევადი შენობა დაიხურა, მათ შორის 17 ობიექტი თბილისში.ამ დრომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე გადაეცა 561 დევნილ ოჯახს. 2016 წელს ''ოლიმპიურ სოფელში'' და მენაშენეებუსგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 400 დევნილი გახდება '',-განაცხდა გრიგოლ გიორგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)