|
2016-05-30 11:18:13, 588 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში გაემგზავრა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში გაემგზავრა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ევროპული თანამშრომლობის გენერალურ დირექტორთან რობერტ დე ხროოტთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელთან დირკ იან კოპთან, ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან- მიხილ სერვაესთან და ჰან ტენ ბრუკესთან (თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, პარტიის სპიკერი საგარეო საკითხებზე). ამასთან, სახელმწიფო მინისტრი საჯარო ლექციას გამართავს ჰააგის გლობალური სამართლის ინსტიტუტში (Hague Institute for Global Justice), სადაც გაიმართება დისკუსია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)