|
2016-05-30 10:46:57, 550 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ვიზიტი განიხილება, როგორც ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობის ნიშანი. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე. საუბარი შეეხო, ასევე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესისი შეუქცევადი მხარდაჭერისთვის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა სლოვაკეთის წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის და ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობის საკითხებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)