|
2016-05-30 10:41:32, 606 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: სლოვაკეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, შესაბამისად მისი მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ვინაიდან სლოვაკეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, საქართველოსთვის მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. აბაშიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა მისი კოლეგა საქართველოში გასულ წელს მოიწვია და მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტი შედგა. „ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე საუბარი იქნება NATO-ში და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე. სლოვაკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, თან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სლოვაკეთი ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ამ კუთხით მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე განიხილება ორმხრივის ეკონომიკურ ჭრილში. მნიშვნელოვანია რომ შედგება ორი ბიზნესფორუმი თბილისში და აჭარაში. ასევე სლოვაკეთის პრეზიდენტი მოინახულებს სლოვაკურ ინვესტიციებს და ეწვევა საქართველოს რეგიონებს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)