|
2016-05-28 22:29:19, 634 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე: თუ შევძლებთ, რუსეთი დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ, ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საწადელს
"თუ შევძლებთ, რუსეთი დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ, ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საწადელს" - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. „რადგან საქართველოს მოსახლეობას უნდა, ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავყვებით. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ რუსეთი დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ, ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საწადელს,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. ბურჭულაძე ასევე შეეხო კარასინი-აბაშიძის ფორმატსაც და აღნიშნა, რომ ამ ფორმატმა გარკვეული შედეგები მოიტანა საქართველოსთვის. „საჭიროა, კიდევ სხვა გზები მოინახოს მოსალაპარაკებლად. არ არის ეს საკმარისი," - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. „ზედმეტი ნდობა გვაქვს რუსეთის მიმართ და ეს ზედმეტი ნდობა ძალიან ცუდად აისახა ჩვენს ისტორიაზე,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)