|
2016-05-28 16:11:26, 706 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე: ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში, ეს გარდაუვალია
ჩვენ აღარ უნდა ვიოცნებოთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ ახალი პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ პარტიის პირველ ყრილობაზე განაცხადა. ბურჭულაძეს თქმით, მისი პარტია ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოლებს. „ჩემი სურვილი არ არის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად ხალხისთვის იქნება. ამიტომ ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია. ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები. დღეს იბადება მოძრაობა, რომელიც გამოაღვიძებს საქართველოს. დღეს იბადება ძალა, რომელიც შექმნის ახალ სახელმწიფოს ხალხისათვის,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. შეგახსენებთ, რომ პარტიის პირველი ყრილობა დღეს ახალ „სპორტის სასახლეში“ გაიმართა. შეკრებილებს ბურჭულაძემ გუნდის პოლიტიკური პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და პარტიის ახალი წევრები წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)