|
2016-05-28 13:22:40, 611 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს დაინიშნა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს დაინიშნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, სხდომა 15:00 საათზე, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. „საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 30 მაისს 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში (თბილისი, მ.აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა: მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის; რეგიონული უსაფრთხოების საკითხები; უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები“, - ნათქვამია უშიშროების საბჭოს აპარატის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)