|
2016-05-28 11:23:51, 559 ნახვა
პოლიტიკა
„მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის“ დღეს, თბილისში პირველ ყრილობას გამართავს
„მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის“ დღეს, თბილისში პირველ ყრილობას გამართავს. ახალი პარტია პოლიტიკურ სივრცეში ახალი სახეებით შევა. მათი ვინაობა დღეს ყრილობაზე გახდება ცნობილი. როგორც „მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის გამოყვანა არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან პარტიის სამომავლო გეგმის ნაწილია. მისივე თქმით, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ამომრჩევლებამდე მკვეთრი საგარეო პოლიტიკური კურსით მივა, რომლის მთავარი მიზანი დასავლური ორიენტაცია და დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი მოლაპარაკებები იქნება. ახალი მოძრაობა სხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას, მათ შორის არც წინასაარჩევნოდ არ გეგმავს. ცნობისთვის, ყრილობა დღეს ახალ „სპორტის სასახლეში“ 14:30 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)