|
2016-05-27 18:25:12, 590 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: მოლოდინი მაქვს, აფხაზები მკვლელობაში ეჭვმიტანილს არ დამალავენ
"პირველი შემთხვევაა, როდესაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე, რაც ამ სფეროში ვარ, ეს არ მომხდარა”,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ვინაიდან აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და მასზე საქართველოს კანონმდებლობა არ ვრცელდება, გამოძიებას უფრო პოლიტიკური ხასიათი ექნება, ვიდრე სამართლებრივი. „შესაბამისად, სჯობს თანამშრომლობის ფორმატში მივაღწიოთ იმას, რომ მკვლელი დაისაჯოს. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფარგლებში არ ყოფილა, რომ მკვლელზე მსჯელობა და გამოძიება ყოფილიყო. მაქვს მოლოდინი, რომ აფხაზური მხარე ამ საქმეს არ დახურავს და ეჭვმიტანილს არ დამალავენ და გააპარებენ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა. მინისტრის განმარტებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებასთან დაკავშირებით, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)