|
2016-05-27 17:09:56, 552 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა პარლამენტს საარჩევნო პროცესში ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს
მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა. მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი სიახლე კოდექსში შესატანი მუხლის პროექტია, რომელიც სრულიად ახალი მუხლია და სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადს გახდის შემდეგ ქმედებებს: საარჩევნო უბანზე, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგიტაციის ადგილას, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, კამპანიის ადგილას, ან კამპანიის ღონისძიების ადგილას, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემას, ან სხვა სახის ძალადობას, ან მუქარას. წულუკიანის განმარტებით, თუკი აღნიშნულ ქმედებას არ მოჰყვა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, მაშინ ამგვარ ქმედებაზე მთავრობა პარლამენტს სთავაზობს, რომ იყოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში- 3 წლის ვადით, ხოლო თუ საქმე შეეხება ჯგუფურ დანაშაულს - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. წულუკიანის თქმით, ასევე მკაცრდება ცემის, 125-ე მუხლი. „რომელიც ჩვენ მივიჩნიეთ, რომ არის საკმაოდ სუსტი და არ აძლევს არც შსს-ს, არც პროკურატურას და საბოლოო ჯამში არც მოსამართლეს, რომ ამგვარი ქმედებისადმი უფრო მკაცრი მიდგომა გამოიჩინის. მთლიანობაში გაგიმხელთ და გეტყვით, რომ მთავრობის სხდომაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, ყველა ერთსულოვანი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერის პოლიტიკა, რომ ამგვარი ქმედებები მკაცრად დაისაჯოს, აღიკვეთოს და საქართველოს, როგორც ქვეყნის სახე, არ იყოს წიხლები, ჩხუბი, ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისიპირება და ანგარიშსწორება, ჩვენ ეს კულტურა უნდა როგორმე დავასრულოთ ერთად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ მთავრობა პარლამენტს ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს. „რადგან მომავალ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და გვაქვს ყველანაირი მობილიზება იმისათვის, რომ ის სამაგალითოდ მშვიდ პირობებში ჩატარდეს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)