|
2016-05-27 16:46:50, 543 ნახვა
პოლიტიკა
„ქალბატონ თამარს ნამდვილად არავინ უშლის ამას... რაოდენობას თვითონ დაადგენს“, - მეჭიაური კორძაიას პასუხობს
ნამდვილად არ ვართ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ და დანარჩენი ეს საკითხები მას შევუთანხმოთ, - ასე უპასუხა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრ თამარ კორძაიას. მისივე თქმით, ქალბატონ თამარს შეუძლია იმდენჯერ დაამყაროს სქესობრივი კავშირი რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლის. ,,ქალბატონ თამარს ნამდვილად არავინ უშლის ამას. რაოდენობას თვითონ დაადგენს. რაც შეეხება პარლამენტს, ნამდვილად არ ვართ ჩვენ უსაქმურები, რომ ქალბატონი თამარის ჭკუაზე ვიაროთ და დანარჩენი ეს საკითხები მას შევუთანხმოთ. ამის ფორმულირება აუცილებელია, რომ ზოგიერთ ლიბერალს არ გაუჩნდეს მისი სხვანაირად ინტერპრეტირების საშუალება” - განაცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, თამარ კორძაიამ ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა, რომ ის რაც პარლამენტში ხდება უსაქმურობაა და მას შთაბეჭდილება რჩება, რომ პროექტის ინიციატორები მალე დაადგენენ ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს. ცნობისთვის, ამ წუთებში, პარლამენტში ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)