|
2016-05-27 16:03:31, 584 ნახვა
პოლიტიკა
სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი სკოლა ხვალ სერტიფიკატებს გადასცემს
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ხვალ 11:00 საათზე სერტიფიკატები გადაეცემათ „სპეციალური სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე“ მონაწილეებს. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინფორმაციით, „სპეციალური სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე“ იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადებასთან (GIZ) თანამშრომლობით შეიმუშავა საქართველოში ჟურნალისტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლების მიზნით. მათივე ინფორმაციით, კურსის შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ, როგორც ქართველი ასევე გერმანელი მოსამართლე ექსპერტები. სპეციალური კურსის შემუშავების იდეა თავად ჟურნალისტთა კორპუსის სურვილმა განაპირობა. პროგრამის თემები ჟურნალისტების ჩართულობით იქნა იდენტიფიცირებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ. სპეციალური სასწავლო კურსი ორ ეტაპიანია და ფარავს შემდეგ მიმართულებებს: ადამიანის უფლებები, კონსტიტუციური სამართალი, სისხლის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საქართველოს კანონს „საერთო სასამართლოების შესახებ“ აღნიშნული კურსი პირველად ჩატარდა, თუმცა იუსტიციის უმაღლეს სკოლა, დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის ზემოაღნიშნული კურსის ჩატარებას მომავალშიც გეგმას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)