|
2016-05-27 15:05:45, 683 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია: მიჩნდება შთაბეჭდილება, ხვალ დაადგენენ ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს
მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტის ინიციატორები ხვალ დაადგენენ ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს, - ასე გამოეხმაურა "რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია პარლამენტში ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვას. კორძაიას განცხადებით, მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი აბსოლუტურად არასაჭირო კანონპროექტზე მსჯელობს. მისივე თქმით, ის რაც ხდება პარლამენტში არის უსაქმურობა. ,,დღეს რაც ხდება პარლამენტში არის უსაქმურობა, რადგან აბსოლუტურად არასაჭირო კანონზე მსჯელობა ხდება. მითუმეტეს, რომ არ არის მისაღები ის ფორმა რა ფორმითაც და ტექსტებითაც საუბრობს მომხსნებელი. უბრალოდ მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტის ინიციატორები ხვალ დაადგენენ ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი კავშირი თვეში რამდენჯერ უნდა იყოს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ. შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტში დეპუტატები ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)