|
2016-05-27 14:32:05, 605 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მიმართავს, ძალადობრივი ფაქტების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა. პრემიერმა ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მოუწოდა, მსგავსი ძალადობრივი ფაქტების მიმართ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ. კვირიკაშვილის თქმით, ოქტომბრის არჩევნების დროს, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების მიღება და ის, რომ ძალოვანი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. „მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს, რომ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ ასეთი ძალადობრივი ფაქტების მიმართ, იყოს მაქსიმალური მობილიზება შემდგომში, როდესაც ოქტომბერში ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს პრევენციული ზომები მიღებული, რათა ასეთი ინციდენტები არ გამეორდეს და ძალოვანი უწყებები განსაკუთერებით უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)