|
2016-05-27 14:21:46, 623 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ლევილის მამულზე: ეს იქნება ქართული კულტურის კერა საფრანგეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში ლევილის მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემის თაობაზე, დოკუმენტის ხელმოწერას გამოეხმაურა. კვირიკაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით ეს არის განზრახულობათა ოქმი, რომელიც, სავარაუდოდ, დოკუმენტის სახით დაგვირგვინდება, რომლის მიხედვითაც, ლევილის მამული საქართველოს გადმოეცემა. „სიმბოლურია, რომ გუშინ მოეწერა ხელი დოკუმენტს საფრანგეთში ლევილის მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემის თაობაზე. ეს არის განზრახულობათა ოქმი, რომელიც სავარაუდოდ დაგვირგვინდება შემოდგომისთვის უკვე იმ დოკუმენტის სახით, რომ ეს მამული საქართველოს სახელმწიფოს გადმოეცემა. მოგეხსენებათ, რომ პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა შთამომავლებმა მოაწერეს ხელი და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში სწორედ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ საფრანგეთში და რომლებმაც გამოხატეს კეთილი ნება და ასევე მინდა დიასპორის მინისტრს გადავუხადო დიდი მადლობა და იუსტიცის მინისტრს, ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, ძალიან დიდი შრომა გაწიეს იმისათვის, რომ ეს შედეგი მიღწეული ყოფილიყო. ნამდვილად სასიხარულოა და გილოცავთ ყველა თქვენთაგანს, ეს იქნება ქართული კულტურის კერა საფრანგეთში და სახელმწიფო იზრუნებს ამ კულტურის კერის განვითრებისათვის. ვფიქრობ, ეს გახდება მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი არა მხოლოდ საფრანგეთის მასშტაბით, არამედ- მსოფლიო მასშტაბით”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)