|
2016-05-27 13:36:37, 568 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: კარგია, რომ 26 მაისი არა მხოლოდ მთავრობისა და მთავრობის სტუმრების, არამედ საერთო სახალხო დღესასწაული იყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორგანიზატორებს 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებების უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის, მადლობა გადაუხადა. პრემიერმა მინისტრებს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი კიდევ ერთხელ მიულოცა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ 26 მაისი არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საერთო სახალხო დღესასწაული იყო: „კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ძალიან კარგად ჩატარდა ღონისძიებები. მართლაც ეს იყო საერთო სახალხო დღესასწაული და არ ყოფილა დღესასწაული მხოლოდ მთავრობისთვის და მთავრობის სტუმრებისთვის და ამიტომ ძალიან კარგია, რომ გუშინ ვიხილეთ ჩვენი ქვეყნის 100 000-ობით მოქალაქე ქუჩებში გამოსული და გაღიმებული, გაბრწყინებული სახეებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს და მთელ გუნდს, რომლებმაც ბევრი იშრომეს ამ წარმატების მისაღწევად და მართლაც მაღალ დონეზე ჩატარდა. მადლობა ყველა სტუმარს, რომელმაც ჩვენთან ერთად გაიზიარა ეს სიხარული“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)