|
2016-05-27 09:57:30, 601 ნახვა
პოლიტიკა
ქართული მხარის მოთხოვნით, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების საგანგებო შეხვედრა გაიმართება
ქართული მხარის მოთხოვნით, 27 მაისს, 4 წლის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრა გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს დააყენებს. „აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. საგარეო უწყების ცნობით, 24 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა თავის რუს კოლეგას, გრიგორი კარასინს, ტელეფონით დაუკავშირდა და განიხილა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი. შეგახსენებთ, 19 მაისს ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, „მესაზღვრეებმა“ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)