20:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 16:36:49, 500 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადური დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ  საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

ფინანსთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და სხვადასხვა უწყების  მიერ ორგანიზებული საგამოფენო სტენდები დაათვალიერა.

მინისტრი თავისუფლების მოედანზე წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო.  

„მინდა, სრულიად საქართველოს, ჩვენი სამშობლოს ყველა პატრიოტს, ყველა ადამიანს, რომელსაც გული შესტკივა საქართველოზე, მივულოცო დღევანდელი დღე. დღეს, მართლაც, მნიშვნელოვანი დღეა - 98 წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 25 წლის წინ ჩვენ აღვიდგინეთ სახელმწიფოებრიობა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი პრობლემა გადავლახეთ იმისათვის, რომ საქართველო რეალურად დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად ჩამოყალიბდეს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

დღესვე, ფინანსთა მინისტრი პირველი რესპუბლიკის" სახელობის ბაღში, „დროის კაფსულის" ჩადების ცერემონიალს დაესწრო.

პროექტის „დროის ამბავი" ფარგლებში, მონაწილე ახალგაზრდების სურვილები, ჩანახატები და ოცნებები, თუ როგორი წარმოუდგენიათ მათ საქართველო 25 წლის შემდეგ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლის თავზე, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „დროის კაფსულაში"  მოათავსა, რომელიც 2041 წლის 26 მაისს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლისთავზე გაიხსნება.  

„ჩვენმა მეგობრებმა, თანამემამულეებმა, მოსწავლეებმა, ბავშვებმა, დაწერეს საკუთარი სურვილები, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო კაფსულაში შეინახა. დარწმუნებული ვარ, რომ მათი სურვილები ძალიან კეთილშობილურია და ეს ოცნებები აუცილებლად ახდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics