|
2016-05-25 18:00:00, 579 ნახვა
პოლიტიკა
4 წლის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების საგანგებო შეხვედრა გაიმართება
27 მაისს, 4 წლის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა ქართული მხარის მოთხოვნით გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს დააყენებს. „აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. საგარეო უწყების ცნობით, 24 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა თავის რუს კოლეგას, გრიგორი კარასინს, ტელეფონით დაუკავშირდა და განიხილა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი. შეგახსენებთ, ფორმატის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დადგა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. მოსაზღვრეებმა მოკლეს. ფორმატის აღდგენის შესახებ განცხადება ორი დღის წინ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმაც გააკეთა. გუშინ ამაზე ისაუბრა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ-ჰოლიმაც. მისი აღდგენის აუცილებლობაზე გუშინ „ექსპრესნიუსთან“ ისაუბრა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემაც. დეპუტატს ასევე მიაჩნია, რომ ე.წ. საზღვრებთან ქართული ბლოკპოსტებიც უნდა აღდგეს, მან ამ ინიციატივით შესაბამის უწყებებს მიმართა.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)