|
2016-05-25 15:22:38, 698 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. საპარლამენტო უმცირესობამ სპეციალური ბრიფინგი გამართა. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის თქმით, სანამ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისა და დამკვეთების გამოვლენა არ მოხდება, იქამდე უმცირესობა ბოიკოტის რეჟიმში იქნება. „ვხედავთ რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება კორცხელის ინციდენტზე, ვხედავთ, რომ ვერ აცნობიერებენ, რომ მთელი საქართველო ხედავს, რომ დამნაშავე არის ხელისუფლებაში, ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ რეალობა შეცვლილია და ხალხი მას ეუბნება არჩევნებზე არას, და ამ არჩევანის წართმევა უნდათ, ვერ აცნობიერებენ, რომ 4 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს ხალხისთვის და ახლა უნდათ იძალადონ ხალხის არჩევანზე. სანამ არ იქნება დამნაშავე დადგენილი, სანამ არ იქნება დამკვეთი დადგენილი, ასევე არ იქნება დადგენილი ადამიანები, ვინც იძალადეს იმ დღეს, ჩვენ ვაცხადებთ ბოიკოტს და არ შევდივართ დარბაზში. ეს იქნება ჩვენი ბოიკოტი,“- განაცხადა სერგო რატიანმა. პარტიის კიდევ ერთი წევრი გოკა გაბაშვილი კი აცხადებს, რომ პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. „ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია გახდა მძევალი ივანიშვილის და, ფაქტობრივად, ძალადობის თანაორგანიზატორი, პასიური დამკვირვებელი ზოგ შემთხვევაში, პრკურატურა არის მონურ მდოგმარეობაში და ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. ასეთივე მდგომარეობაში არიან მინისტრები, მონურ მდგომარეობაში არის პრემიერმინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა, ჩვენი ამოცანა არ არის ვითამაშოთ ინსტიტუტობანა, როცა ინსტიტუტები ჩამოშლილია,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)