|
2016-05-25 11:38:10, 491 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან
2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან, - ასე უპასუხა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თხოვნას, საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ეუთო-ს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩართვასთან დაკავშირებით. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების სრულ შესაბამისობას დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებთან და პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ეუთო-ს დამკვირვებლებს მაქსიმალურად მოკლე ვადებში ელოდება. მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ უკვე გაგზავნილია მოწვევა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში (ODIHR) და საქართველოში ფაქტების დამდგენი კომისია უკვე იმყოფებოდა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში სავიზო ლიბერალიზაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რასთან დაკავშირებითაც ქართული მხარე დადებით გადაწყვეტილებას ელოდება. ამასთან, მთავრობა განაგრძობს რეფორმებს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობის მიმართულებით. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა დაუდასტურა. შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა აღშფოთება გამოთქვა 19 მაისს სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო და მომხდარზე სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის სამზადისს, რომელსაც თბილისი 1-5 ივლისს უმასპინძლებს.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)