19:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 10:47:46, 575 ნახვა

საზოგადოება
ლატვიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად საქართველოს საელჩომ ლატვიისრესპუბლიკაში  რიგის ისტორიულ სასახლეში „ზიემელბლაზმა" საზეიმო მიღება გამართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საზეიმო მიღებას მუსიკალურ არანჟირებას უკეთებდა ლატვიის კონსერვატორიის სიმფონიური ორკესტრი,ლატვიაში მოღვაწე ახალგაზრდა მომღერალი ცირა თოლორდავა და სპეციალურად ამ დღისთვისსაქართველოდან ჩამოსული ანსამბლ „ქართული ხმების" კვარტეტი.

მათივე ცნობით, ღონისძიება გაიხსნა საქართველოს და ლატვიის ჰიმნების ცოცხალი შესრულებით, რის შემდეგაც საქართველოსელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეიმურაზ ჯანჯალიამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვითლატვიურ ენაზე მიმართა.

თეიმურაზ ჯანჯალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობების,საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის, ლატვიაში ქართული სათვისტომოს მოღვაწეობის დასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ელჩის სიტყვის შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელზეცწარმოდგენილი იქნა ქართული, ლატვიური და კლასიკური მუსიკის შედევრები.

ღონისძიებას დაესწრნენ ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ლატვიის მთავრობის,პარლამენტის, კულტურის, სამეცნიერო, სპორტის, მედიცინის და სხვა სფეროების წარმომადგენლები, ასეველატვიაში მცხოვრები ქართული დიასპორა და ქართველი სტუდენტები.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს ქ. თბილისშიდაესწრება ლატვიის პარლამენტის სპიკერი ინარა მურნიეცე, აგრეთვე, საქართველოს ეწვევა ლატვიისთავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics