|
2016-05-24 15:38:35, 478 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ჰუმანიტარულ სამიტზე მოგვეცა შესაძლებლობა, ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ მსოფლიო ლიდერებთან გვესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მუშაობაში მონაწილეობა შეაჯამა და სტამბოლში გამართულ სამიტს, გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს პრობლემატიკის წარმოსაჩენად, უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა. „საქართველოს ჰყავს დევნილებისა და ლტოლვილების ძალიან დიდი რაოდენობა და მსოფლიო ლიდერებთან სწორედ ამ პრობლემატიკაზე საუბრის შესაძლებლობა მოგვეცა.ბუნებრივია, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მსოფლიო ლიდერებისათვის ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია მიგვეწოდებინა და ჩვენი პოზიცია გაგვეზიარებინა.სამიტის ფარგლებში ჩვენ სწორედ გაერო-ს ტრიბუნიდან განვიხილეთ საქართველოსთვის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები, არაღიარების პოლიტიკა, დევნილთა და ლტოლვილთა ღირსეული დაბრუნების თემატიკა.ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრა და შეხვედრაზე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საკითხების შესაძლებლობის განხილვა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. სტამბოლში, პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა 23-24 მაისს ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის მეთაურთან და სიტყვით გამოვიდა ფორუმის ლიდერთა სეგმენტზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში და პლენარულ სესიაზე.
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)