|
2016-05-24 15:34:07, 1405 ნახვა
მსოფლიო
დონბასში შვიდი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში შვიდი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანზე ალექსანდრ ტურჩინოვზე დაყრდნობით იუწყება. მისივე თქმით, 9 ჯარისკაცია დაშავებული. მედიის ინფორმაციით, ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი დანაკარგია ერთ დღეში. უკრაინის ხელისუფლებამ სამხედროებზე თავდასხმაში პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ცნობისთვის, 2014 წლის აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შედეგად 9300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2015 წლის თებერვალში გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით მისნკის შეთანხმების გაფორმების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდა. თუმცა მხარეები ერთმანეთს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)