|
2016-05-24 12:08:39, 543 ნახვა
პოლიტიკა
ვერშბოუ: 2008 წლის ომი, იმ ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილია, რომელსაც ნატო-მ უნდა უპასუხოს
საქართველოში 2008 წელს მომხდარი ომი იმ ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილია, რომელსაც ნატო-მ უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვერშბოუმ აღნიშნა, რევიზიონისტული და რევანშისტული რუსეთი ევროპის ღირებულებებს კვლავ საფრთხეს უქმნის. „პირველი შემთხვევა იყო ყირიმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ მეორე სახელმწიფოს ნაწილი ძალის გამოყენებით წაართვა. თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა საკუთარი ინტერესების მისაღწევად თავისი შეიარაღებული ძალები გამოიყენა. მისი შიარაღებლი ძალები დიდ ხანია აკონტროლებდნენ საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებს საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე წარმოქმნილი სეპარატისტული მოძრაობების გამოყენებით, მან ასევე ომი აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ეს ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილია, რომელსაც ნატო-მ უნდა უპასუხოს”, - აღნიშნა ვერშბოუმ. მისივე თქმით, ალიანსის მიზანი მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რუსეთის პოლიტიკა კი, სამეზობლოში ქაოსის შექმნისა და ვითარების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. „ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხო და სტაბილური სამეზობლო აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას და ეკონომიკური ზრდისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს წარმოქმნის. თუმცა რუსეთმა საპირისპირო პოზიცია დაიკავა და მის პერიფერიებში რაც შეიძლება მეტი არასტაბილურობისა და ქაოსის შექმნა დაიწყო”, - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)