22:55 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 12:01:06, 580 ნახვა

პოლიტიკა
ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან "საზღვარს" ერთი დღით ჩაკეტავს

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს ერთი დღით ჩაკეტავს. "საზღვარი" ოთხშაბათს, ბოლო ზარის გამო ჩაიკეტება. სამხრეთ ოსეთში მიღებულ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებით ხსნიან.

ბოლო ზარი სამხრეთ ოსეთში 25 მაისსაა. როგორც ცნობილია, ამ დღესთან დაკავშირებით რამდენიმე საზეიომო ღონისძიებაა დაგეგმილი. 

"მიღებული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებთანაა დაკავშირებული. საქართველოსთან საზღვარი ამ მიზეზით, ერთი დღით ჩაიკეტება", - აცხადებენ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაში. 

ე.წ. საზღვარი 26 მაისს გაიხსნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics