|
2016-05-23 16:20:40, 502 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლებს მიმართავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიმართავს ყველა პოლიტიკური ფრაქციის წარმომადგენელს, ვინც მზადაა, ზონდერობას ერთად შეებრძოლონ. როგორც უსუფაშვილმა კორცხელში მომხდარ ძალდობის ფაქტებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, ქმედითი მექანიზმის შექმნით, პარლამენტმა ამ პროცესში გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას. "მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკური ფრაქციის წარმომადგენელს, ვინც მზადაა, ერთად შევებრძოლოთ ზონდერობას და არა ამა თუ იმ ფერის და პარტიის ზონდერებს, ამ მოვლენასთან საბრძოლველად ვინცაა მზად.უახლოეს ხანებში ვიფიქროთ და შევქმნათ ქმედითი მექანიზმი იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა თავისი გადაწმყვეტი სიტყვა თქვას ასეთ პროცესებში. მე ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებიც მზად იქნებიან, პირველ რიგში საკუთარ მხარდამჭერებს მიუთითონ, თუკი მსგავსი პრობლემა იქნება გამოჩენილი, ამ შემთხვევაში როგორც "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ვამბობ, მივმართავ პირველ რიგში "რესპუბლიკელებს", რომ თუ რამე მსგავსი, ან ინიციატივის, ან პასუხის სახით იქნება სადმე დანახული, პირველი მე ვიქნები, ვინც ამას დაგმობს და არ დაუშვებს. მინდა მივმართო კოლეგებს, ვინც მზად არიან ამისთვის, რომ პირველ რიგში საკუთარ პოლიტიკურ გუნდებში გაატარონ ასეთი უკომპრომისო პოზიცია. ვინაა მისთვის მზად, ან არაა, ეს ძალიან მარტივად ვლინდება ხოლმე პირველივე საუბრისას. უახლოეს დღეებში ვარ მზად ყველასთან კონსულტაციებისთვის. დამიკავშირდით, ვინც იზიარებს ამ სულისკვეთებას. ეს უნდა აღვკვეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენებთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)