15:59 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 11:21:36, 688 ნახვა

საზოგადოება
"საქართველოს მელიორაცია" გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემის სამუშაოებს ახორციელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისიდან სოფელ ერგნეთში წყალუზრუნველყოფილი გახდება 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. 

მათივე ცნობით, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში ჩატარებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 11 000 ჰექტრიდან 18 700 ჰექტრამდეა გაზდილი. 

დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სამელიროაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics