15:58 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 16:04:45, 811 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა გორის გვირაბების შემოსავლელ გზაზე გადაერთო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე ლიახვზე არსებულ ხიდზე (მარცხენა მიმართულება) სადეფორმაციო ნაკერის ლითონის კონსტრუქცია დაზიანდა.

დეპარტამენტის ცნობით, აღდგენითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 15:30 საათიდან, ხიდის მარცხენა (ქუთაისი-თბილისის)  მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება და სატრანსპორტო ნაკადი გორის გვირაბების შემოსავლელ გზაზე გადაერთვება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics