15:58 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 13:28:44, 628 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლის ბენეფიციარებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლის ბენეფიციარები მუზეუმებს ესტუმრნენ.

„დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინფორამციით, ბენეფიციარები იმყოფებოდნენ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, სადაც დაათვალიერეს ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერატურის, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური  ხელნაწერები, ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლებისა და მხატვრების ფერწერული, ფოტო თუ დოკუმენტური მასალა, ბიბლიოგრაფიული წიგნები.

საინფორმაციო-შემეცნებითი ტური შემდეგ სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გაგრძელდა. ბენეფიციარები გაეცნენ მუზეუმში დაცულ სხვადასხვა კოლექციას - უნიკალურ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ნივთებს, ქრისტიანული კულტურის მდიდარ მემკვიდრეობას, ჭედურ და ფერწერულ ხატებს, ჯვრებს, ნაქარგებს, ტიხრულ მინანქარს, აღმოსავლურ ძეგლებს, ნუმიზმატიკის მდიდარ კოლექციას, ოქროსა და ვერცხლის ნატიფ სამკაულებს ანტიკური კოლხეთიდან, უძველესი იარაღების გამოფენას,  აღმოსავლურ გამოფენას, საჭოთა ოკუპაციის ამსახველ გამოფენას და სხვა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლი დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირების მიზნით, არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის პერიოდულად მართავს კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლით ღონისძიებებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics