|
2016-05-21 12:06:46, 551 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა „ახალი სკოლის“ მოსწავლეებთან ერთად დევნილთა ჩასახლება მოინახულა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს საერთაშორისო სკოლა „ახალი სკოლის“ მოსწავლეებთან ერთად, თბილისის ზღვაზე, ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულა. სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებმა სკოლაში საქველმოქმედო აქცია გამართეს და შემოსული თანხით მრავალშვილიანი დევნილი ოჯახებისთვის საჩუქრები შეიძინეს. „ახალი სკოლის“ მოსწავლეები რამდენიმე თვის განმავლობაში „დევნილი ბავშვების“ თემაზე მუშაობდნენ. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს, რომელმაც მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა. გარდა ამისა, მინისტრთან ერთად ესტუმრნენ დევნილთა ჩასახლებას, სადაც თანატოლების გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. მოსწავლეებმა დევნილი ბავშვების თემაზე მუშაობის შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია და გამოფენა გამართეს, რაც მათთვის მე-5 კლასიდან მე-6 კლასში გადასასვლელ გამოცდას წარმოადგენდა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)