15:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 18:06:20, 682 ნახვა

საზოგადოება
სოფელ დიდგორში დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები გაიმართა

20 მაისი დიდგორობაა. ყოველწლიურად, ამ დღეს ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციულად დოღს აწყობს.

საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს თბილისის მერი დავით ნარმანია, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით ჩატარდა - სოფელი დიდგორის ველზე გაიმართა კონცერტი, რომელშიც სოფელი დიღმის N210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ამავე დღეს, ტრადიციულად იმართება შეჯიბრი ქართული სტილით ჭიდაობაში და დოღი, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა მოჯირითეებმა მიიღეს.

„დღეს დიდგორობაა და ჩვენ უკვე მეორე წელია გვერდში ვუდგავართ ადგილობრივ მოსახლეობას იმისათვის, რომ ეს სახალხო დღესასწაული უფრო მასშტაბურად და ყველა ტრადიციის დაცვით ჩატარდეს“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.

ორივე ტურნირის გამარჯვებულები საბურთალოს რაიონის გამგეობამ მედლებით, სიგელებითა და თასებით დააჯილდოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics